შინაარსზე გადასვლა

ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალისახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში, რომელიც შეიქმნა 1966 წელს და მიზნად ისახავს ბიჭვინთის რელიქტური და კოლხეთის ფართოფოთლოვანი ტყეების დაცვას. ნაკრძალი აფხაზეთში შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და სამი მონაკვეთისგან — ბიჭვინთის 165 ჰა-ზე, მიუსერის 218 ჰა-ზე და ლიძვის მონაკვეთი 1296 ჰა-ზეა წარმოდგენილი. ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალის მთავარი მშვენება ბიჭვინთის ფიჭვია. ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალში საქართველოს წითელი ნუსხის მცენარეებიდან წარმოდგენილია ბიჭვინთის ფიჭვი, კოლხური ბზა, ლაფანი, ურთხელი, კოლხური ლეღვი, კავკასიური ხურმა და ხმელთაშუა ზღვის გარშემო ხმელეთისათვის დამახასიათებელი ისეთი მცენარეები როგორიც არის ხემარწყვა, ხისმაგვარი მანანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]